ფეხბურთი

17:25 | 12.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირი: "სტრესისთვის ზედმეტად მოხუცი ვარ, "ფიორენტინას" დამარცხება შეგვიძლია"

კონფერენს ლიგის მეოთხედფინალში პოზნანის „ლეხი“ ფლორენციის „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება. მატჩამდე პოლონური გუნდის მთავარ მწვრთნელთან ერთად პრესკონფერენციაზე ნიკა კვეკვესკირი იყო.

ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მიზანი გამარჯვებაა და კონფერენს ლიგაზე წარმატებულმა თამაშმა „ლეხის“ ფეხბურთელებს თავდაჯერება შემატა.

- ამ წარმატებამ გუნდი ევროტურნირებზე გააუმჯობესა?

- რა თქმა უნდა, ნაჩვენებმა შედეგებმა რწმენა შეგვძინა. ამ ტიპის მატჩების ჩატარება მნიშვნელოვანია გამოცდილების მისაღებად. ბავშვობის ოცნებაა ითამაშო ევროპული გუნდების წინააღმდეგ და დაამარცხო. გვინდა ხვალ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ეს სურვილი. შესაძლოა, ჩვენზე ძლიერები არიან, მაგრამ ვაჩვენებთ, რომ ჩვენც ძლიერები ვართ. ჯგუფი კომპაქტურია და წარმატებები გვეხმარება უფრო ერთიანები გავხდეთ. ჩვენთვის გამარჯვება მნიშვნელოვანია, მაგრამ ასე ის სტილი, რომლითაც მატჩებს ვიგებთ.

- რას ნიშნავს „ფიორენტინასთან“ შეხვედრა?

- ეს არის შანსი თავი გამოვიჩინოთ ევროპაში, ვაჩვენოთ, რომ ძლიერი ფეხბურთელები ვართ. მე ძალიან „მოხუცი“ ვარ მოედანზე სტრესისთვის (იღიმის - რედ). არ აქვს მნიშვნელობა ვის წინააღმდეგ ვითამაშებთ, საკუთარ მოედანზე ვიქნებით, ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ და მოუთმენლად ველოდებით მატჩის დაწყებას, ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. გვაქვს რწმენა, რომ „ფიორენტინას“ დამარცხება შეგვიძლია. გამარჯვება თავდაჯერებაში დაგვეხმარება. მზად ვართ და გვინდა ვაჩვენოთ, რომ ძლიერი გუნდი გვყავს. თუ ამას ვერ მოვახერხებთ, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ტრაგედია, მაგრამ მოედანზე არ უნდა გავიდეთ იმაზე ფიქრით, რომ წავაგებთ.

- განსხვავებულად მოემზადეთ ამ თამაშისთვის?

- 30 წლის ვარ, თითქმის 31 წლის. არ მგონია, რომ ახლა ძალიან შევიცვლები. ვითამაშებ, როგორც ყოველთვის, თამაშის სტილს არ შევიცვლი.

- ეს თქვენს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია?

- არ ვიცი, ეს უკვე რამდენჯერ მკითხეს. მწვრთნელი ყოველთვის გვეუბნება, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მომდევნო მატჩია. რთული ასარჩევია კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში, იმედი მაქვს, რომ ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იქნება.

შეგახსენებთ, რომ „ლეხისა“ და „ფიორენტინას“ მატჩი 13 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. ნიკა კვეკვესკირს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 41 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

0.115698