ფეხბურთი

15:03 | 12.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე აკტაუს „კასპიის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე რჩება

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კახა ცხადაძე "კასპიის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე რჩება. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 54 წლის სპეციალისტი დაითხოვეს, სიმართლეს არ შეესაბამება და ის მომდევნო მატჩებისთვის ემზადება.

ცხადაძე ყაზახეთის გუნდში გასული წლის ნოემბერში დაინიშნა. აკტაუს "კასპიის" კი მიმდინარე სეზონში 5 ტურის შემდეგ ქულა არ მოუპოვებია. ქართველის გუნდი 14 გუნდიან ჩემპიონატში ბოლო პოზიციაზე იმყოფება.

ცხადაძის მომზადებული გუნდი მომდევნო შეხვედრას 15 აპრილს, შინ "კოკშეტაუსთან" ჩაატარებს. გეტყვით, რომ ეს მისთვის მესამე ყაზახური გუნდია, მანამდე კი "კაირატსა" და "ორდაბასს" ავარჯიშებდა.

0.116066