ვეტერანი ფეხბურთელის, ვლადიმერ გუცაევის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მიცუბიშის სერვის ცენტრის დარბაზში წიგნის „მოვლენა სახელად გუცაევი“ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნის ავტორი ცნობილი ჟურნალისტი და უეფას მედია ოფიცრი მამუკა კვარაცხელიაა. ღონისძიებას გამოჩენილი ვეტერანი ფეხბურთელები და თავად ვლადიმერ გუცაევი ესწრებოდნენ.
წიგნში უნიკალური სტატისტიკური მასალა, ფოტოები და ნამდვილი ამბებია შეტანილი. დატანილია ასევე გამორჩეული მომენტების QR კოდები, რაც ნამდვილად სიახდეა და მკითხვეს შეუძლია აღწერილი მომენტი კოდის გამოყენებით, ვიზუალურადაც ნახოს.
„მოვლენა სახელად გუცაევი“ სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდისა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელშეწყობით გამოიცა.