ფეხბურთი

11:04 | 12.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორ ოსიმენი: "ჩემპიონთა ლიგაზე შორს წასვლა შეგვიძლია"

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ვიქტორ ოსიმენმა Daily Mail-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც „ნაპოლისა“ და საკუთარი თავის შესახებ ისაუბრა.

როგორც ნიგერიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, მოუთმენლად ელოდება ნეაპოლში ტიფოზებთან ერთად ჩემპიონობის აღნიშვნას.

„სკუდეტოს თუ მოვიგებთ, ნეაპოლი იგივე აღარასდროს იქნება. მარადონას შემდეგ აქ ჩემპიონატი არ მოუგიათ და ძალიან ახლოს არიან გულშემატკივრები ამ ოცნების ახდენასთან. ზოგჯერ ისინი ჩვენს სახლებთან მოდიან სიყვარულის გამოსახატად, თუნდაც ღამის 2 საათზე. ნეაპოლი ფეხბურთით ცხოვრობს და ხშირად წარმოვიდგენ, როგორ აფეთქდება ქალაქი, თუ სკუდეტოს მოვიგებთ. ჩემპიონთა ლიგაზეც გვაქვს შორს წასვლის შანსი.

„ნაპოლიში“ ლეო ოსტიგორთან ერთად ვთამაშობ, რომელიც ერლინგ ჰოლანდის ახლო მეგობარია. მე ძალიან მიყვარს ბუნდესლიგა, სადაც მის თამაშებს ხშირად ვუყურებდი. ოსტიგორმა მასზე ბევრი რამ მითხრა და მის მაისურიც მომიტანა, ხოლო მას ჩემი გაუგზავნა. ის ერთ-ერთი საუკეთესოა თავის თაობაში, ამიტომ მასთან შედარება სასიამოვნოა, უფრო მეტ ძალას მაძლევს, რომ მეტი გავაკეთო. კიდევ უფრო მეტი შრომა მჭირდება, კარიერის ბოლოს კი ვიმედოვნებ, უკან რომ მოვიხედავ, ვიფიქრებ, რომ რაღაც დიდებული გავაკეთე.

არ მინდა ტყუილი ვთქვა: ჩემი ოცნებაა აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე. ცერემონიაზე ვიყავი 2015 წელს, როცა პრიზი პიერ-ემერიკ ობამეიანგს გადასცეს. მე არ ვარ ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ზეწოლას განიცდის და ვცდილობ მშვიდად ვიყო ყველა სიტუაციაში. ამაყობ იმით, რასაც უკვე მივაღწიე, მაგრამ ჯერ არაფერი დამისრულებია“, - თქვა ოსიმენმა.

0.109481