ფეხბურთი

2:44 | 12.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "შედეგზე საუბარი არ მინდა, სასტიკად დავისაჯეთ"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის (0:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისი გუნდი ასეთ მარცხს არ იმსახურებდა.

"შედეგს საერთოდ არ ვეთანხმები, იმ დროს დავისაჯეთ, როცა უკეთესები ვიყავით, უბრალოდ სასტიკად დაგვსაჯეს. 0:2-მდე კარგად ვითამაშეთ, შედეგზე საუბარი არ მინდა, 70-ე წუთამდე ძალიან კარგი თამაში ვნახე. მიმაჩნია, რომ ერთი გოლის გატანა მაინც დავიმსახურეთ და ერთი-ორი გოლი ზედმეტად გავუშვით. ცოტა თავდაჯერებულობა გვაკლდა.

რა თქმა უნდა, შედეგი მწარეა, მაგრამ დღეს უფრო შემიყვარდა ჩემი გუნდი. შედეგი არ ასახავს მატჩის მიმდინარეობას, მნიშვნელოვანია ფოკუსირება იმაზე გავაკეთოთ, რაც კარგად გავაკეთეთ. ჩვენი ძალისხმევისთვის დამსახურებული ჯილდო ვერ მივიღეთ“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ ტომას ტუხელის ხელმძღვანელობით 4 მაჩი ჩაატარა და 2 წააგო. „მანჩესტერ სიტიმდე“ „ფრაიბურგთან“ დამარცხდა და გერმანიის თასს გამოეთიშა.

0.130721