ფეხბურთი

2:11 | 12.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

სიმონე ინძაგი: "კმაყოფილი ვარ, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი რაუნდი იყო"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ „ბენფიკასთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მის გუნდს ნებისმიერ მეტოქესთან თამაში შეუძლია.

„ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს ძლიერ გუნდთან და ძალიან ცხელ სტადიონზე, როგორიცაა „და ლუჟი“. ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი რაუნდი იყო. გვაქვს უპირატესობა, თუმცა არაფერია გადაწყვეტილი, რადგან „ბენფიკა“ ძლიერია. ბოლო რამდენიმე მატჩში წარმატებები ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ ეს მეოთხე მატჩი კი ბოლო ათ დღეში, არცერთ იტალიურ გუნდს არ აქვს ჩვენნაირი კალენდარი.

ვტკბებით ამ საღამოთი, მაგრამ ჯერ არაფერი გაგვიკეთებია. რევანში? ამაზე არ ვფიქრობ მხოლოდ იმაზე, რომ „ინტერის“ სასიკეთოდ ვიმუშაო, ვიცი, საიდანაც მოდის კრიტიკა, მაგრამ უფრო მეტი და უკეთესად უნდა ვიმუშაოთ. დღეს დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერის წინააღმდეგ თამაში შეგვიძლია“, - თქვა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „ბენფიკას“ საპასუხო მატჩი 13 აპრილს გაიმართება.

0.114739