სხვა

23:25 | 11.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

მარკ მარკესი ამერიკის დიდ პრიზზე ტრავმის გამო არ იასპარეზებს

მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი მარკ მარკესი ოსტინში, ამერიკის დიდი პრიზის რბოლაში, ტრავმის გამო ვერ იასპარეზებს. „ჰონდას“ ესპანელ მრბოლს, ვისაც რვიდან ექვსი ტიტული, უმაღლეს კატეგორიაში აქვს მოპოვებული, სეზონის საწყის ეტაპზე, რომელიც პორტუგალიაში ჩატარდა, მარჯვენა ხელი დაუშავდა.

„რეპსოლ ჰონდა“ აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმისთვის, რომ მარკესს ხელი სრულად მოურჩეს და ტრავმამ მომავალში თავი არ შეახსენოს.

არადა, მარკესს ოსტინის ტრეკზე შესანიშნავი შედეგები აქვს. 2013-18 წლებში მან ამ ტრასაზე ზედიზედ ექვსი რბოლა მოიგო. შარშან კი რბოლა ბოლოდან დაიწყო და მეექვსემ დაასრულა. მანვე ოსტინში 2021 წელსაც გაიმარჯვა.

სხვათა შორის, მარკესს პორტუგალიაში, ადგილობრივ მიგელ ოლივეირასთან მომხდარი შეჯახების (ფოტოზე) გამო, ერთრბოლიანი დისკვალიფიკაცია აქვს, რომელიც მომდევნო, არგენტინის რბოლაში იმის გამო ვერ მოიხადა, რომ ტრავმირებულმა ეს ეტაპი გამოტოვა. „ჰონდას“ ამ სასჯელთან დაკავშირებით, აპელაცია აქვს შეტანილი. ამიტომ, სანამ ის არ განიხილლა, მარკესს რბოლებში მონაწილეობის უფლება ექნება.

0.113878