ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი დღეს დაიწყება. Gazzetta Dello Sport-მა ტურნირზე შემორჩენილი 8-ვე გუნდის სახელფასო ბიუჯეტი გამოაქვეყნა.
შედეგად, გაირკვა, რომ „ნაპოლი“ ხელფასებში წლიურად მხოლოდ 70 მილიონ ევროს ხარჯავს, რაც მეოთხედფინალისტ რვა გუნდს შორის მეშვიდე შედეგია. მხოლოდ ბენფიკა იხდის ხელფასებში უფრო ნაკლებს.
თავის მხრივ, ყველაზე დიდი სახელფასო ბიუჯეტი მადრიდის „რეალს“ აქვს, რომელიც წელიწადში ამ თვალსაზრისით 290 მილიონ ევროს ხარჯავს.
- „რეალი“ – 290 მილიონი ევრო
- „ბაიერნი“ – 270
- „მანჩესტერ სიტი“ – 213
- „ჩელსი“ – 210
- „ინტერი“ – 132
- „მილანი“ – 79
- „ნაპოლი“ – 70
- „ბენფიკა“ – 42
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „რეალი“ – „ჩელსის“, „ბაიერნი“ – „მანჩესტერ სიტის“, „ნაპოლი“ – „მილანს“ და „ინტერი“ – „ბენფიკას“ შეხვდება.