ჩოგბურთი

22:29 | 10.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ონს ჟაბური ჩარლსტონის ტურნირის ჩემპიონი გახდა

ტუნისელმა ონს ჟაბურმა ჩარლსტონის ღია პირველობის ფინალში, მოქმედი ჩემპიონი, შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი 7-6(6), 6-4 დაამარცხა და ამ სეზონში პირველი ტიტული მოიპოვა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ახლა მისი მიზანი, დიდი სლემის ტურნირების მოგებაა.

ჟაბური შარშან დიდი სლემის ორი ტურნირის ფინალში გავიდა, მაგრამ ორივეჯერ კორტი წაგებულმა დატოვა. უყიმბლდონზე ყაზახ ელენა რიბაკინასთან წააგო, აშშ-ის ღია პირველობაზე კი პოლონელ იგა სვიატეკთან დამარცხდა. ამ სეზონის დასაწყისში, მან მცირე ოპერაცია გაიკეთა და თიხნარის სეზონისთვის კარგად მოემზადა, რისი დასტურიც ჩარლსტონში ტრიუმფია.

28 წლის ტუნისელმა თიხის კორტებზე 2020 წლის შემდეგ, 38-ე შეხვედრა ჩაატარა, რაც ამ პერიოდში, ქალთა შორის ყველაზე მეტია. და საფრანგეთის ღია პირველობაზე ფავორიტთა შორის იქნება.

„მიხარია, რომ ჩემი ტირმი ვიპოვნე და იმედი მაქვს, სხეული ასე გაგრძელების საშუალებას მომცემს. შტუტგარტის, მადრიდის და რომის ტურნირებზე თამაშს ვაპირებ. თიხაზე თამაში ძალიან მომწონს. ბევრ რამეზე ვიმუშავე და როგორც ჩანს, ყველაფერი კარგადაა. ასე რომ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ამ სეზონში დიდი სლემისთვის ვიბრძოლებ“, - ამბობს ჟაბური.

0.114621