ფეხბურთი

15:27 | 10.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა გუგეშაშვილმა აზერბაიჯანის ჩემპიონატში პენალტი მოიგერია (+VIDEO)

აზერბაიჯანის პრემიერლიგის 29-ე ტურში ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღმა“ „კაპაზი“ 3:1 დაამარცხა, ქართველ მეკარეს კი კარგი თამაში ჰქონდა.

ლუკამ თავისი გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა, მათ შორის 28-ე წუთზე, როდესაც პენალტი შესანიშნავ ნახტომში მოიგერია. თერთმეტმეტრიანი მისი მხრიდან თამაშის წესის დარღვევას მოჰყვა, მაგრამ მეტოქეს გოლი არ გაატანინა.

„ყარაბაღი“ 77 ქულით ლიდერია და დიდი უპირატესობა აქვს, რადგან უახლოეს მდევარ „საბაჰს“ 12 ქულით უსწრებს. ლუკა გუგეშაშვილმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 21 თამაში ჩაატარა (18 ჩემპიონატში, 1 თასზე და 2 კონფერენს ლიგაზე).

შეგახსენებთ, რომ 23 წლის მეკარეს ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა, როდესაც მონღოლეთთან მეორე ტაიმი ითამაშა.

0.115969