ფეხბურთი

22:10 | 9.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

თამაში ორი სახით: ფირმინომ "ლივერპული" და რამსდეილმა "არსენალი" გადაარჩინა

ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ლივერპულმა“ და „არსენალმა“ ქულები დაკარგეს, რითაც კმაყოფილი ვერცერთი იქნება.

ჯერ ერთი, რომ სატურნირო ცხრილისთვის ძვირფასი ქულები დაკარგეს, მეორეც „არსენალი“ ორბურთიანი უპირატესობას იგებდა, ხოლო „ლივერპულმა“ ბევრი რეალური მომენტი გაანიავა.

მიკელ არტეტას გუნდმა იდეალურად დაიწყო და ნახევარ საათში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. გაბრიელ მარტინელიმ და გაბრიელ ჟეზუშმა ორჯერ დალაშქრეს ალისონის კარი, ორივე შემთხვევაში მასპინძელთა დაცვა სუსტად გაისარჯა. ამის შემდეგ კი „წითლების“ შეჩერება სტუმრებისთვის დიდი პრობლემა გახდა.

პირველივე ტაიმში მოჰამედ სალაჰმა ერთი გოლი გაქვითა, ხოლო 87-ე წუთზე რობერტო ფირმინომ გაათანაბრა. მანამდე, 52-ე წუთზე სალაჰი დუბლის შესრულებასთან ახლოს იყო, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა, კარს ააცილა, თანაც ზედიზედ მეორედ, რამდენიმე ტურის წინ იგივე შეცდომა დაუშვა „ბორნმუთთან“.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი აარონ რამსდეილმა „არსენალი“ ორჯერ სასწაულებრივ იხსნა გოლისგან, როცა ჯერ სალაჰის და მერე იბრაჰიმა კონატეს დარტყმებს დაუჯერებლად გაუმკლავდა.

„არსენალი“ „მანჩესტერ სიტის“ 6 ქულით უსწრებს, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული, მომდევნო ტურში კი დერბიში „ვესტ ჰემს“ ეთამაშება, ხოლო „ლივერპული“ 44 ქულით მერვეა და წინ „ლიდსთან“ დუელი ელოდება.

„ლივერპული“ – „არსენალი“ 2:2 (1:2)

გოლები: 0:1 მარტინელი (8), 0:2 გაბრიელ ჟეზუში (28), 1:2 სალაჰი (42), 2:2 ფირმინო (87)

0.116969