საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, სან მარინოში გამართულ უეფა-ს განვითარების თასზე ჯგუფის ბოლო, მესამე ტურის შეხვედრა უშუალო კონკურენტის - სლოვენიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 3:1 დამარცხდა.
შეხვედრაში, ჩვენი ასაკობრივიდან ერთადერთი გოლი გიორგი მანუელ ჩუბინიძის ანგარიშზეა, რომელმაც ასაკობრივ დონეზე მეორე გოლის გატანა შეძლო. გიორგი ჩიტაურის გუნდმა, ტურნირზე 6 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი, კვიპროსში გასამართ 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის, საკვალიფიკაციო რაუნდში - დანიას, ავსტრიას და ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩებს 11-დან, 17 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.
NAKREBI.GE