კალათბურთი

16:53 | 9.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 12 ქულა და "ტენერიფეს" მარცხი ოვერ-ტაიმში "ბეტისთან"

ესპანეთის ლიგა ენდესას 26-ე ტურში გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფე“ სევილიაში, „ბეტისს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 76:80 წააგო.

მატჩის ძირითადი დრო 66:66 დასრულდა, შედეგად ყველაფერი ოვერ-ტაიმში გადაწყდა, სადაც მასპინძლებმა უკეთ ითამაშეს და შეხვედრა მოიგეს.

შერმადინმა 22:13 წუთში საკუთარ გუნდს 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება შესძინა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 1 ორქულიანი და 10-დან 10 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 12-ს გაუტოლდა.

„ლენოვო ტენერიფე“ 18 მოგებით და 8 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 16 აპრილს, „ბასკონიას“ უმასპინძლებს.

0.12977