ფეხბურთი

10:25 | 9.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "კასანო მაკრიტიკებს? მას მადრიდში მხოლოდ ქურთუკის გამო თუ გაიხსენებენ"

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ანტონიო კასანოს პასუხი გასცა. ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი პორტუგალიელ მწვრთნელს მუდმივად ძალიან მწვავედ აკრიტიკებს, რაზეც მას ჟოზემ ამჯერად პასუხი გასცა.

„ყველას შეუძლია აზრის დაფიქსირება. თუმცა, კასანო თამაშობდა „რომაში“, „ინტერსა“ და „რეალში“. მადრიდში მას მხოლოდ ქურთუკის გამო თუ გაიხსენებენ, „რომაში“ სუპერთასი ისე მოიგო, რომ არ უთამაშია, „ინტერში“ კი ლომბარდიის თასიც არ მოუგია. იცით, მე რა მოვიგე, „რეალთან“, „ინტერთან“ და „რომასთან“ ერთად. მას ჩემთან აქვს პრობლემა, მე არ მაქვს მასთან, მაგრამ მხოლოდ ერთს ვეტყვი: ფრთხილად იყავი ანტონიო, შენ 40 წლის ხარ, მე კი 60 წლის. ზოგჯერ მარკო ლივაია მოდის და მერე ყველაფერი რთულდება“, - თქვა მოურინიომ.

რატომ ახსენა მან ლივაია? საქმე ისაა, რომ 2012-2013 წლების სეზონში კასანო და ლივაია „ინტერში“ თამაშობდნენ და მაშინ ხშირად ხორვატი ფეხბურთელი კასანოს ნაცვლად ძირითადში თამაშობდა.

მოურინიომ „იუვენტუსზეც“ ირონიული კომენტარი გააკეთა: „რომა“ მესამე ადგილზეა? დარწმუნებული ხართ, რომ „იუვენტუსს“ 59 ქულა არ აქვს? ჩვენ იტალიაში ვართ“.

მოგეხსენებათ, „იუვეს“ 15 ქულა აქვს დაკლებული, რომელიც შეიძლება დაუბრუნონ, ამ შემთხვევაში კი 59 ქულით მეორე ადგილზე აინაცვლებს, შესაბამისად, „რომა“ არა მესამე, არამედ მეოთხე ადგილზე იქნება.

0.121427