სხვა

0:30 | 9.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ენტონი ჯოშუა რინგზე სწრაფად დაბრუნებას გეგმავს

მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ბრიტანელი ენტონი ჯოშუა ამბობს, რომ მომდევნო ბრძოლის გამართვას უახლოეს სამ თვეში გეგმავს. ახლახანს ის ამერიკელ ჯერმეინ ფრანკლინს შეხვდა და რინგი მოგებულმა დატოვა.

ჯოშუასთვის ეს ლონდონის O2 არენაზე მოპოვებული გამარჯვება (ქულებით), პირველია ბოლო ორწელიწადნახევარში. მანამდე მან ხუთიდან ორი ბრძოლა დათმო, ორივე უკრაინელ ოლეკსანდრ უსიკთან, ვისაც თავისი საჩემპიონო სარტყლები გადააბარა.

ჯოშუას იმედი აქვს, რომ ტიტულების დასაბრუნებლად, დიდხანს ლოდინი არ მოუწევს. ის ამბობს, რომ ფრანკლინთან შეხვედრამდე, ცხრა თვე რინგზე არ ასულა და რომ ასე დიდხანს ლოდინს აღარ აპირებს.

მას პირველ რიგში, WBC-ს ჩემპიონ ტაისონ ფიურისთან ბრძოლა სურს. უფრო მეტიც, ამბობს, რომ კრივის ფანებსაც ორი ბრიტანელის შეხვედრა ყველაზე მეტად უნდათ. თუმცა იმასაც აცნობიერებს, რომ ფიურიმდე კიდევ ერთხელ გასახურებელი ბრძოლის გამართვა მოუწევს.

0.064542