ფეხბურთი

0:09 | 9.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

„სელტიკმა“ „რეინჯერსი“ შოტლანდიის მთავარ დერბიში დაამარცხა

შოტლანდიის პრემიერლიგის 31-ე ტურის მატჩში, დღეს, 8 აპრილს „სელტიკმა“ თავის „სელტიკ პარკზე“ „გლაზგო რეინჯერსს“ უმასპინძლა და დრამატულ შეხვედრაში 3:2 მოუგო.

ორივე მხრიდან დუბლი ვიხილეთ. სელტიკელთაგან ორგოლათი იაპონელი კიოგო ფურუჰაში გამოირჩა, „ჩაფრებიდან“ - ინგლისელი ჯეიმს ტავერნიე.

გადამწყვეტი ბურთი კი მასპინძელთა 24 წლის პორტუგალიელმა ჟოტამ შეაგდო, ოღონდ ის „ლივერპულის“ ჟოტაში არ აგერიოთ. ჟოაუ ნევიშ ფილიპე გლაზგოელებს „ბენფიკადან“ შეურთდა 2022 წელს და ამასობაში „ვალიადოლიდში“ იჯარით თამაშიც მოასწრო.

ახლა ლიდერმა „სელტიკმა“ 88 ქულა მოაგრვა და 12 პუნქტით უსწრებს უშუალო მდევარ „რეინჯერსს.“ საინტერესოა, რომ მესამე ადგილზე მყოფი „აბერდინი“ 29 ქულით ჩამორჩება მეორეადგილოსანს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113325