ესპანეთის ლიგა ენდესას 26-ე ტურში რატი ანდრონიკაშვილის და თად მაკფადენის „მურსია“ სტუმრად „მონბუსთან“ დაძაბულ ბრძოლაში 79:81 დამარცხდა.
მთელი თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, საბოლოოდ კი მასპინძლებმა მოიგეს.
თად მაკფადენმა 21:41 წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 6-დან 4 ორქულიანი და 8-დან მხოლოდ 1 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო კი არ უსვრია. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 2-ს გაუტოლდა.
რატი ანდრონიკაშვილმა ამჯერად 9 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 2 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. რატიმ 3 ორქულიანი და 1 სამქულიანი ააცილა, ხოლო 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
„მურსია“ 10 მოგებით და 16 წაგებით სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 16 აპრილს, „სარაგოსას“ უმასპინძლებს.