კალათბურთი

16:43 | 8.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძე: "ვცდილობ, ყველას ვაჩვენო, რომ მოედანზე 100%-ით ვიხარჯები"

„ორლანდო მეჯიქის“ ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე ბოლო პერიოდში კარგი ფორმაშია. მან „ბრუკლინ ნეტსთან“ შეხვედრაში ორმაგი დუბლით გამოიჩინა თავი - 12 ქულა და 15 მოხსნა (რაც მისი პირადი რეკორდის გამეორებაა).

გოგამ თამაშის შემდეგ კომენტარიც გააკეთა. როგორც აღნიშნა, უფრო მეტი შეუძლია და მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის შემდეგ გუნდში უფრო ძლიერი დაბრუნდება.

„გუნდში, მთელ ორგანიზაციაში შესანიშნავი ხალხია, ყველა კარგად დამხვდა, რაც ადაპტაციაში ძალიან დამეხმარა. „ინდიანადან“ სეზონის შუაში გამიშვეს, არ ვიცოდი რა მოხდებოდა, როდესაც ახალ გუნდს ვიპოვიდი, მაგრამ ისინი შესანიშნავად დამხვდნენ და ყველაფერი გამიადვილეს. მოედანზე გავდივარ და უბრალოდ ვცდილობ, ყველას ვაჩვენო, რომ 100%-ით ვიხარჯები ყოველ ჯერზე, როცა მოედანზე გავდივარ. ამას მწვრთნელიც ხედავს, რომელიც მენდობა და სათამაშო დროს მაძლევს.

ჯერ ახალგაზრდა ვარ, ფიზიკურად უნდა მოვუმატო. ზაფხულში ბევრს ვიმუშავებ, შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშებ, რომელშიც ჩემი ქვეყანა პირველად ითამაშებს, დატვირთული ზაფხული მექნება და ვფიქრობ, უფრო დიდი შემართებით დავბრუნდები“, - თქვა გოგამ.

შეგახსენებთ, რომ „ორლანდოს“ პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგული აქვს, რეგულარული სეზონის ბოლო ტურში კი 9 აპრილს, „მაიამის“ დაუპირისპირდება.

0.114055