ფეხბურთი

18:15 | 7.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ძაძარონი: "კვარაცხელიაზე უარი რამდენიმე გუნდმა თქვა, რაც მათ არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს"

Corriere Dello Sport-ის დირექტორმა ივან ძაძარონიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, თავის დროზე ქართველ ფეხბურთელზე უარი რამდენიმე კლუბმა თქვა, რაც მათ არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს.

„კვარაცხელიას დიდი პოტენციალი აქვს. სატრანსფერო ბაზარზე „ნაპოლიმ“ კომპეტენტური ადამიანებით იმუშავა. კვარაცხელიაზე უარი სხვადასხვა კლუბებმა თქვეს და ეს მათ არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს“, - თქვა ძაძარონიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია სულ რაღაც 10 მილიონ ევროდ შეიძინა და კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

0.166901