ფეხბურთი

16:04 | 7.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"თელავმა" კოტ დივუარელი ფეხბურთელი დაიმატა

„თელავმა“ კოტ დივუარელი ფეხბურთელი კოჯო ალფონსი დაიმატა. ინფორმაცია კახური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

კოჯო ალფონსის კარიერა სამშობლოში, "სტად აბიჯანში" დაიწყო, 2011 წლიდან კი პორტუგალიაში გადაბარგდა და პირინეებზე "შავეში", "მირანდელა", "ოლივეირენსე", "ჟილ ვისენტე", "აკადემიკა ვიზეუ" და "ფეირენსე" მოიარა, 2018 წლიდან 2021 წლამდე "არარატ-არმენიაში" თამაშობდა, სადაც ორჯერ სომხეთის ჩემპიონი გახდა და თითოჯერ სომხეთის თასი და სუპერთასი მოიგო - ამის შემდეგ კოჯომ, ერთი სეზონი ყაზახეთის" თარაზში" დაჰყო, ბოლოს კი "ალაშკერტის" მაისურა ეცვა.

კოჯო ალფონსი "თელავში" 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

0.155734