ფეხბურთი

13:26 | 7.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნდომბელე: "კვარა ჩემთვის სიურპრიზი იყო, მალევე მივხვდი რა შეეძლო"

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ტანგი ნდომბელემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, მისთვის ქართველი თანაგუნდელი სიურპრიზი იყო, რადგან არ იცნობდა, მაგრამ პირველივე ვარჯიშზე დაინახა მისი შესაძლებლობები.

„ძალიან გამიკვირდა ზოგიერთი გუნდის, მეტოქის და თანაგუნდელის დონე. მაგალითად, კვარას არ ვიცნობდი, მაგრამ პირველივე ვარჯიშის შემდეგ მივხვდი, როგორი მოთამაშე იყო. ზოგადად, შესანიშნავ გუნდში ვარ, ამიტომ, გასაკვირი არ არის ის შედეგები, რომელიც აქვს“, - თქვა ნდომბელემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და ოთხჯერ პენალტი მოიპოვა.

0.123067