ფეხბურთი

0:59 | 7.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" ავსტრიის თასის ფინალში გავიდა

გრაცის „შტურმი“, რომლის ღირსებას ოთარ კიტეიშვილი იცავს, ავსტრიის თასის ფინალში გავიდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ნახევარფინალში „ლასკი“ ტომი ჰორვატის გოლით 1:0 დაამარცხა, შედეგად, გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება მიიღო.

კიტეიშვილი მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა, გრაცელებმა გოლიც მისი მოედანზე შესვლის შემდეგ გაიტანეს. მან თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ყვითელი ბარათიც მიიღო.

ავსტრიის თასის ფინალში „შტურმი“ 30 აპრილს, ვენის „რაპიდს“ დაუპირისპირდება. აქვე გეტყვით, რომ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარში 5 გოლი გაიტანა, ერთხელ კი საგოლე პასი გააკეთა.

0.112643