ფეხბურთი

23:33 | 6.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდი: "გულუბრყვილო არ ვარ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზე არ ვფიქრობ"

ლონდონის „ჩელსის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა კლუბში დაბრუნების შემდეგ მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, ნახევარფინალსა და ფინალზე არ ფიქრობს, რადგან იქამდე მისასვლელად რთული მეტოქის დამარცხებაა საჭირო.

„გულუბრყვილო არ ვარ, „რეალი“ დიდი კლუბია, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული. ეს არის ფანტასტიკური გუნდი. არ ვაპირებ იმაზე ფიქრს, თუ რა შეიძლება მოხდეს ნახევარფინალში და შემდეგ ფინალში. დიდი გზაა გასავლელი. ჩემი ამოცანაა, რომ ეტაპობრივად ვიმუშაოთ. მიხარია, რომ საუკეთესო ტურნირზე ვიბრძოლებთ“, - თქვა ლამპარდმა.

შეგახსენებთ, რომ ფრენკ ლამპარდმა „ჩელსი“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ჩაიბარა.

0.118597