ფეხბურთი

20:16 | 6.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნდომბელე: "ნეაპოლში კარგი საათით ჩავედი და მალევე საფრანგეთში გავგზავნე"

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ტანგი ნდომბელემ განაცხადა, რომ იტალიურ კლუბში ბედნიერია, მაგრამ არ იცის, მომდევნო სეზონში სად ითამაშებს. როგორც მან თქვა, ფეხბურთელებს ხშირად, როგორც საქონელს ისე ეპყრობიან და არა, როგორც ადამიანებს.

„არ ვიცი, როგორი იქნება ჩემი მომავალი, ბევრი გულშემატკივარი მთხოვს „ტოტენჰემში“ დაბრუნებას, მაგრამ კლუბები გადაწყვეტენ და „ნაპოლის“ აქვს ყიდვის შესაძლებლობა. არ მაწუხებს აქ იჯარით ყოფნა, მაგრამ ხანდახან ვხედავ, რომ მოთამაშეებს უფრო საქონელივით ეპყრობიან, ვიდრე ადამიანებივით.

„ტოტენჰემიდან“ წასვლა? სხვა გამოსავალი „ტოტენჰემთან“ არ იყო და ბედნიერი ვარ, რომ „ნაპოლი“ ავირჩიე. კონტესთან ერთად არჩევანი არ მქონდა, მოედანზე ჩემი შესაძლებლობების დამტკიცება მსურდა.

„ვიცოდი, რომ აქ გულშემატკივრებმა განსაკუთრებული სითბოს გამოხატვა იცოდნენ, ისე, როგორც მარსელში. მართალი გითხრათ, არასდროს განმიცდია მსგავსი ატმოსფერო, ქუჩაში მშვიდად გასვლა შეუძლებელია. როცა ნეაპოლში ჩავედი ძვირფასი საათი მეკეთა, მაგრამ თანაგუნდელებმა მითხრეს: „ნეაპოლში ვართ!“ ეს იყო მცირე გაფრთხილება და მალევე საფრანგეთში დავაბრუნე. თუმცა, აქამდე არანაირი პრობლემა არ მქონია“, - თქვა ნდომბელემ.

შეგახსენებთ, რომ ტანგი ნდომბელე „ნაპოლიში“ იჯარით თამაშობს. მან მიმდინარე სეზონში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

1.938406