„რომასა“ და „ტორინოს“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ჯანლუკა პეტრაკიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, მას „ნაპოლიმდეც“ იცნობდა და სასურველ ფეხბურთელთა სიაში ჰყავდა შეყვანილი.
„კვარაცხელიას შესახებ „ნაპოლიმდეც“ ვიცოდი, ჩემს მონაცემთა ბაზაში ის შეყვანილი მყავდა იმ ფეხბურთელთა შორის, რომელთა ყიდვა მინდოდა, მაგრამ იმდენად ძლიერი გავლენა აჩვენა, რომ ყველა დაარწმუნა თავის შესაძლებლობებში. სრულყოფილი მოთამაშეა, „ნაპოლიმ“ უძლიერესი ფეხბურთელი შეიძინა და უნდა მოვულოცოთ“, - თქვა პეტრაკიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 4-ჯერ პენალტი მოიპოვა.