იტალიის თასის ნახევარფინალში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ „ფიორენტინას“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა, რის შედეგადაც, ფინალში გასვლის შანსი ძალიან შეუმცირდა.
ფლორენციელები პირველ ტაიმში არტურ კაბრალმა დააწინაურა, ხოლო მეორე ნახევარში ნიკო გონსალესმა სხვაობა ორამდე გაზარდა. ლოჩოშვილი არ იყო ძირითად შემადგენლობაში, მოედანზე მხოლოდ 76-ე წუთზე გამოჩინა, როცა საბოლოო ანგარიში დაფიქსირებული იყო.
ქართველს თამაშის საშუალება მას შემდეგ მიეცა, რაც კრემონელებს ცენტრალური მცველი ემანუელ აივუ გაუძევეს. სხვათა შორის, ლოჩოშვილმა იტალიის თასზე პირველად ითამაშა, რადგან წინა ეტაპების დროს ტრავმირებული იყო.
საპასუხო მატჩი ფლორენციაში 27 აპრილს გაიმართება, მაგრამ აშკარაა, რომ „ფიორენტინას“ ფინალისკენ დიდი ნაბიჯი აქვს გადადგმული.