ნიდერლანდების თასის ნახევარფინალური მატჩი „ფეიენოორდსა“ და „აიაქსს“ შორის ორჯერ შეწყდა. მიზეზი როტერდამელი ფანები არიან.
მათ ჯერ „დე კუიპის“ სტადიონზე პეტარდებით ისეთი ატმოსფერო შექმნეს, რომ თამაშის გაგრძელება შეუძლებელი გახდა, ხოლო შემდეგ „აიაქსის“ ფეხბურთელ დავი კლაასენს თავში საგანი მოარტყეს და ნიდერლანდელ ფეხბურთელს თავი გაუტახეს. შედეგად მატჩი მეორედ შეწყდა.
თამაშის განახლება და დასრულება მაინც მოხერხდა - "აიაქსმა" როტერდამში 2:1 მოიგო.