ფეხბურთი

18:24 | 5.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოსტიგორი: "კვარაცხელია-ოსიმენის ტანდემი ამჟამად მსოფლიოში საუკეთესოა"

„ნაპოლის“ მცველმა ლეო სკირი ოსტიგორმა Radio Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, მათი ტანდემი ამჟამად მსოფლიოში საუკეთესოა. ოსტიგორის განცხადებით, ვარჯიშებზე ქართველისა და ნიგერიელის წინააღმდეგ ვარჯიშებზეც მაქსიმალური კონცენტრაციით თამაშია.

„ალბათ, კვარას და ოსიმენის ტანდემი ამ ეტაპზე მსოფლიოში საუკეთესოა. ვარჯიშებზე მათთან დაპირისპირება ნიშნავს, რომ ყოველთვის მაქსიმალურად უნდა იყო კონცენტრირებული. ისინი, რასაც თამაშებზე აკეთებენ, იმავეს აკეთებენ ვარჯიშებზე. თუმცა, სხვა საოცარი ფეხბურთელებიც გვყავს, როგორებიც არიან დი ლორენცო და ლობოტკა, ყველა წარმოუდგენელ საქმეს აკეთებს“, - თქვა ოსტიგორმა.

შეგახსენებთ, რომ ლეო ოსტიგორმა და ხვიჩა კვარაცხელიამ ცოტა ხნის წინ ერთმანეთის წინააღმდეგ საქართველოსა და ნორვეგიის მატჩში ითამაშეს.

0.121072