ფეხბურთი

16:27 | 5.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიაში 110 დღის წინ შეწყვეტილი შეხვედრა დღეს გაიმართა

ავსტრალიის A-League-ში „მელბურნ სიტისა“ და „მელბურნ ვიქტორის“ შორის გამართული შეხვედრა, რომელიც 110 დღის წინ არეულობის გამო შეწყდა, დღეს გაიმართა.



110 დღის წინ, შეხვედრის მიმდინარეობისას პროტესტის გამომხატველმა გულშემატკივრებმა სტადიონზე მაშხალა შემოაგდეს, რომელიც ,,მელბურნ სითის" მეკარემ, ტომას გლოვერმა უკან, ტრიბუნებზე ისროლა. ამ ქმედებამ ქომაგთა გაღიზიანება და სტადიონზე შემოჭრა გამოიწვია, ერთ-ერთმა გულშემატკივარმა კი 24 წლის მეკარეს სათლი ესროლა და ძლიერი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც შეხვედრა შეწყდა.

ავსტრალიის A-League-ს გადაწყვეტილებით, შეხვედრა დღეს, 23-ე წუთიდან განახლდა, როდესაც ანგარიში მასპინძელთა სასარგებლოდ, 1:0 იყო. საბოლოოდ, მატჩი 2:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ „მელბურნ სითის“ რიგებში გოლი კვლავ ეიდენ ო’ნილმა გაიტანა, რომელიც გოლების სიმრავლით ნამდვილად არ გამოირჩევა.

0.129811