კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთში კვლავ გაიტანა და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა, რამაც ცნობილ ჟურნალისტს, პირს მორგანს კვლავ მისცა ლაპარაკისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ კრიტიკის საბაბი.
პორტუგალიელმა შემტევმა ამჯერად, საუდის არაბეთის ჩემპიონატში, „ალ ადალჰის“ წინააღმდეგ დუბლით გამოიჩინა თავი. სკანდალური ინტერვიუს ავტორმა, პირს მორგანმა, რომელიც ცნობილია რონალდუს მიმართ გამოჩენილი სპორტული სიმპათიითა და პროვოკაციული განცხადებებით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა:
„კიდევ ორი გოლი კრიშტიანუს, მათ შორის ერთი ძალიან ლამაზი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ერიკ ტენ ჰააგის მხრიდან რონალდუს გაშვება ვეგჰორსტის სანაცვლოდ, ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა“ - დაწერა მორგანმა საკუთარ სოციალური მედიის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედი“ სწორედ პირს მორგანთან ჩაწერილი სკანდალური ინტერვიუს შემდგომ დატოვა და „ალ ნასრს“ მიაშურა, სადაც 11 შეხვედრაში უკვე 11 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.