ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა, ბრუნო სალტორმა სადებიუტო მატჩი „ლივერპულის“ წინააღმდეგ ჩაატარა და ქულაც მოიპოვა, მატჩის შემდგომ კი კომენტარი გააკეთა:
„თამაშის მოსაგებად საკმარისი შანსები შევქმენით, თუმცა ორი გოლი გაგვიუქმეს. მოთამაშეებმა ყველაფერი გააკეთეს, გულით ითამაშეს და მათ მეტს ვერც მოვსთხოვდი.
მათ საკმაოდ ბევრი რამ გადაიტანეს, რთული სეზონი გამოვიდა. ისინიც ადამიანები არიან. ვიცი, რომ ხელიდან ბევრი შანსი გაუშვეს, თუმცა მათ სწორი მიდგომა და მონდომება ჰქონდათ, რაც ყველაზე მთავარია.
ჩემთვის ძალიან რთულია ამ მომენტით ვისიამოვნო. მე უბრალოდ ფოკუსირებული ვარ იმაზე, რომ ჩემი თავის საკუთარი ვერსია წარმოვადგინო, მოთამაშეებს დავეხმარო და მუდამ ყურადღებით ვიყო.“ განაცხადა სალტორმა.
შეგახსენებთ, რომ ლონდონის „ჩელსიმ“ თანამდებობიდან მთავარი მწვრთნელი, გრემ პოტერი გაათავისუფლა, მის ადგილს კი დროებით ბრუნო სალტორი იკავებს. მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა „ლივერპულის“ წინააღმდეგ 0:0 ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მომენტი ჰქონდა და ორი გოლი გაუუქმდა.
ლონდონური კლუბის ახალი მწვრთნელის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა მთავარ კანდიდატებად ლუის ენრიკე და იულიან ნაგელსმანი განიხილებიან.