საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში რატი ანდრონიკაშვილისა და თად მაკფადენის „მურსია“ სტუმრად მალაგას „უნიკახასთან“ 67:83 დამარცხდა.
მალაგელებმა პირველივე ტაიმში 18-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რაც ხელიდან არ გაუშვიათ და გამარჯვება იოლად მოიპოვეს.
„მურსიაში“ საუკეთესო ანდრონიკაშვილი იყო, რომელსაც ესპანურ გუნდში დიდი სათამაშო დრო არ ეთმობა, მაგრამ ამჯერად, პარკეტზე 14:44 წუთი გაატარა, რაც კარგად გამოიყენა. რატიმ 9 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან 5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მისი ეფექტურობის კოეფიციენტი 13 გამოდგა, რაც „მურსიაში“ საუკეთესო შედეგი იყო.
მაკფადენმა 21:57 წუთში საკუთარ გუნდს 9 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი შესძინა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 7-დან მხოლოდ 1 სამქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 1 ორქულიანი კი ააცილა.
აქვე გეტყვით, რომ „მურსია“ და „უნიკახა“ 12 აპრილს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან.