ფეხბურთი

2:37 | 10.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთი სლოვაკეთში შერცხვა
გუშინ სტარტი ევროპის 2016 წლის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მატჩებმა აიღო. ტური სამ დღეზეა განაწილებული, გუშინ 9 შეხვედრა გაიმართა და 2 სენსაციაც დაფიქსირდა.

გუშინდელი დღის უმთავრესი მოვლენა სლოვაკეთში ესპანეთის შერცხვენა გახლდათ. ყველასთვის მოულოდნელად, მასპინძლებმა მრისხანე მეტოქეს ტოლი არ დაუდეს და შესანიშნავ შედეგს მიაღწიეს. ანგარიში მე-17 წუთზე იკერ კასილასის შეცდომის შედეგად კუჩკამ გახსნა. დიდი უპირატესობის მიუხედავად, ესპანელებმა პირველ ტაიმში გატანა ვერ მოახერხეს.
მეორე ნახევარში ესპანელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, რასაც 82-ე წუთზე შეცვლაზე შემოსული პაკო ალკასერის გოლი მოჰყვა. ახალგაზრდა ფორვარდმა მე-3 მატჩში მეორედ გამოიჩინა თავი. ამის შემდეგ მთელი ესპანეთის ნაკრები მოსაგებად წავიდა და მასპინძელთა კონტრშეტევა გამოეპარათ, თავის შანსი კი, იდეალურად შეირგო მიროსლავ სტოჩმა და თავური დარტყმით ხმაურიანი გამარჯვება მოუპოვა თავის სამშობლოს – 2:1.

ინგლისმა დაინდო და მხოლოდ 5 ბურთი აკმარა ევროპის ყველაზე სუსტ ნაკრებ სან მარინოს. გოლები იაგიელკამ, რუნიმ, უელბეკმა და თაუნსენდმა გაიტანეს, ხოლო ერთი გოლი სან მარინოელებმა თავის კარში შეაგდეს – 5:0.

ძალიან საინტერესო მატჩი შედგა შვედეთში, სადაც ადგილობრივი ნაკრები რუსეთს მასპინძლობდა. უნდა ითქვას, რომ მასპინძლებს ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვერ ეხმარებოდა ტრავმის გამო. შეხვედრა საინტერესოდ დაიწყო და მე-10 წუთზე კოკორინმა სტუმრები დააწინაურა. შვედეთს 3 წუთში შეეძლო გატანა, მაგრამ ლარსონმა პენალტი ვერ გამოიყენა. წონასწორობა 49-ე წუთზე ოლას ტოივონენმა აღადგინა და როგორც შემდგომ გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

დღის მეორე სენსაცია ლიხტენშტეინში ვიხილეთ, სადაც უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, მონტენეგრომ ადგილობრივი ნაკრების დამარცხება ვერ შეძლო – 0:0.


სლოვაკეთი – ესპანეთი 2:1 (1:0)

ჟილინა, “შტადიონ პოდ პოდ დუბნომი”

სლოვაკეთი (4-3-3):
კოზაჩიკი, ჰუბოჩანი, დურიჩა, შკრტელი, პეკარიკი, კუჩკა (კისი 83), გიომბერი, პეკოვსკი, ვაისი (დურისი 54), მაკი (სტოჩი 61), ჰამშიკი.
მწვრთნელი:იან კოზაკი

ესპანეთი (4-2-3-1):კასილასი, ალბიოლი (პედრო 58), პიკე, ალბა, ხუანფრანი (კასორლა 81), ბუსკეტსი, კოკე, ფაბრეგასი, ინიესტა, სილვა (ალკასერი 71), კოშტა.
მწვრთნლი:ვისენტე დელ ბოსკე

გოლები:1:0 კუჩკა (17), 1:1 ალკასერი (82), 2:1 სტოჩი (87).
გაფრთხილებები:კუჩკა, ჰუბოჩანი, სტოჩი, გიომბერი – სილვა, კოშტა, კასორლა
მსაჯი:ბიორნ კუიპერსი

ინგლისი – სან მარინო 5:0 (2:0)

ლონდონი, “უემბლი”

ინგლისი (4-3-1-2):ჰარტი, კეჰილი, იაგიელკა, ჩემბერსი, გიბსი, ჰენდერსონი (ჩემბერლენი 46), უილშირი, მილნერი, სტერლინგი (ლალანა 46), უელბეკი (თაუნსენდი 66), რუნი.
მწვრთნელი:როი ჰოჯსონი

გოლები: 1:0 იაგიელკა (25), 2:0 რუნი (43 პენ.), 3:0 უელბეკი (49), 4:0 თაუნსენდი (72), 5:0 დელა ვალე (78 ს.კ.).
გაფრთხილებები:მილნერი – სელვა, რინალდი
მსაჯი:მ.ბორსკი

შვედეთი – რუსეთი 1:1 (0:1)


სოლნა, “ფრენდს არენა”

შვედეთი (4-3-3): ისაკსონი, ანტონსონი, გრანქვისტი, ბენგტსონი, ოლსონი, კალსტრომი (ვერნბლუმი 86), ლარსონი, დურმაზი, ბაჰუ (კაჩანიკლიჩი 79), ზენგინი, ტოივონენი (ელმანდერი 57).
მწვრთნელი:ერიკ ჰამრენი

რუსეთი (4-2-3-1):აკინფეევი, იგნაშევიჩი, ბერეზუცკი, კომბაროვი (გრანატი 88), სმოლნიკოვი, გლუშაკოვი, ფაიზულინი (ძაგოევი 87), სამედოვი (გრიგორიევი 73), შატოვი, კოკორინი, ძიუბა.
მწვრთნელი: ფაბიო კაპელო

გოლები:0:1 კოკორინი (10), 1:1 ტოივონენი (49).
გაფრთხილებები: ზენგინი, ელმანდერი, ვერნბლუმი – სმოლნიკოვი, გლუშაკოვი
მსაჯი:ნიკოლა რიცოლი

მე-13 წუთზე ლარსონმა პენალტი ვერ გაიტანა

ბელარუსი – უკრაინა 0:2 (0:0)

გოლები:0:1 მარტინოვიჩი (82), 0:2 სიდორჩუკი (93).

მაკედონია – ლუქსემბურგი 3:2 (1:2)

გოლები: 1:0 ტრაჟკოვსკი (20), 1:1 ბენსი (39), 1:2 ტურპელი (44), 2:2 ჟაჰოვიჩი (66 პენ.), 3:2 აბდურაჰიმი (92).

ლიტვა – ესტონეთი 1:0 (0:0)

გოლი:მიკოლიუნასი 76.
გაძევება:კალესტე 86.

მოლდოვა – ავსტრია 1:2 (1:1)


გოლები:0:1 ალაბა (12 პენ.), 1:1 დედოვი (27 პენ.), 1:2 იანკო (51).
გაძევება:იანკო (82).

სლოვენია – შვეიცარია 1:0 (0:0)

გოლი: ნოვაკოვიჩი 79 (პენ.).

ლიხტენშტეინი – მონტენეგრო 0:0
0.118788