ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ კიმ მინ-ჯეს შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „მილანთან“ დაშვებული შეცდომები არ ცვლის იმ ფაქტს, რომ სამხრეთკორეელი დიდებული ფეხბურთელია.
„კიმის შესახებ წლებია ვიცი, რადგან ჩინეთში თამაშობდა. ის საოცარი ფეხბურთელია, რომელიც თავის თვისებებს ადასტურებს. იცის, როგორ უნდა ითამაშოს ინდივიდუალურ და გუნდურ დონეზე, სწრაფი და კონცენტრირებულია. ნამდვილად ევროპის საუკეთესო მცველებშია. „მილანთან“ დაშვებული შეცდომები არაფერს ცვლის, შესანიშნავ ფეხბურთელად რჩება“, - თქვა კანავარომ.