ავტოსპორტში საქართველოს ვირტუალური ჩემპიონატის მეხუთე ეტაპი 5 აპრილს ჩატარდება. მრბოლელები ამჯერად დიდ ბრიტანეთში მდებარე სილვერსტოუნის ტრასაზე იასპარეზებენ. გასული ოთხი ეტაპის შედეგად ჩემპიონატში ლიდერთა სამეული გამოიკვეთა. საერთო ჩათვლას ერთდროულად ორი მრბოლელი, არჩილ ციმაკურიძე და სანდრო შამანიდი 85-85 ქულით ლიდერობენ. მესამე ადგილს 75 ქულით სანდრო თავართქილაძე იკავებს.
ჩემპიონატი სულ 6 ეტაპისგან შედგება, დამაჯერებელი უპირატესობის მოპოვება ჯერ ვერც ერთმა მონაწილემ ვერ შეძლო რადგან პირველი 4 რბოლა ოთხმა სხვადასხვა მრბოლელმა მოიგო.
გამარჯვებულები:
I ეტაპი: მიშო ცისკარიძე
II ეტაპი: სანდრო თავართქილაძე
III ეტაპი: არჩილ ციმაკურიძე
IV ეტაპი: ივანე მამაცაშვილი
საქართველოს ვირტუალური ჩემპიონატი ავტოსპორტში კომპანია სიმულექს რეისინგის ორგანიზებით 2020 წლიდან ტარდება, მისი გამარჯვებულები და პრიზიორები სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობენ.