საერთაშორისო დიდოსტატმა, დავით ლომსაძემ ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა ყოველკვირეულ ტურნირზე ელვისებურ ჭადრაკში.
გამარჯვებულმა 9-იდან 8 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ირაკლი ახვლედიანს.
7 ქულით და უკეთესი კოეფიციენტით მესამე საპრიზო ადგილზე ნიკოლოზ ჩხაიძე გავიდა.
ქალთა შორის საუკეთესო შედეგი ელენე წოწონავამ აჩვენა 6 ქულით.
1800- მდე რეიტინგის მქონე მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო შედეგი ნიკოლოზ დათიაშვილმა დააფიქსირა 6,5 ქულით.
1500-მდე რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებში ნიკოლოზ ლობილაძე იყო საუკეთესო 5 ქულით.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი