ფეხბურთი

13:53 | 4.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლუკ შოუს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაწერა, რომ ლუკ შოუს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. მხარეთა ახალი შეთანხმება 2027 წლამდეა გათვლილი.

„ცხრა წლის წინათ ამ საოცარ კლუბთან გავაფორმე კონტრაქტი და მოხარული ვარ, რომ გავიხანგრძლივე აქ ყოფნა. მას შემდეგ, რაც „მანჩესტერში“ მოვედი, ძალიან გავიზარდე როგორც ადამიანი და ფეხბურთელი. ვიცი, რა არის საჭირო ასეთ კლუბში წარმატების მისაღწევად.

ჩვენ მოგზაურობის დასაწყისში ვართ მთავარი მწვრთნელისა და მისი შტაბის ხელმძღვანელობით. ამ სეზონში უკვე მივაღწიეთ წარმატებებს, მაგრამ მეტი გვინდა. არის დიდი შესაძლებლობა, რომ რაღაც განსაკუთრებული შევქმნათ და ვაპირებ, მისი ნაწილი ვიყო“, - ციტირებს მანჩესტერის პრსსამასხური შოუს სიტყვებს.

0.12426