ფეხბურთი

12:38 | 4.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

კანი: „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ზე უფრო ძლიერ მეტოქეს შეხვდება“

მიუნხენის „ბაიერნის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, ოლივერ კანმა, „მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ მეოთხედფინალურ მატჩზე ისაუბრა და თქვა, რომ ის „ქალაქელებს“ უფრო ძლიერ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს, ვიდრე „პარი სენ-ჟერმენი“ იყო, რომელთანაც „ბაიერნმა“ ტურნირის 1/8 ფინალში ითამაშა.

„ვერ ვიტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგოთ. რა თქმა უნდა, გამარჯვება გვინდა, მაგრამ ეს არ არის დაგეგმილი. ახლა უნდა დავუპირისპირდეთ მეტოქეს, რომელიც, ჩემი აზრით, პსჟ-ზე ძლიერია. მათ ეს „ლივერპულთან“ მატჩში დაამტკიცეს (4:1), რომელშიც ჰოლანდს არ უთამაშია.“ - წერია „ბაიერნის“ ტვიტერში.

„ბაიერნისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩები 11 და 19 აპრილს, შესაბამისად, მანჩესტერსა და მიუნხენში გაიმართება.

0.117151