კანადელმა თინეიჯერმა მოცურავემ სამერ მაკინტოშმა მსოფლიოს კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. მან ამჯერად ეს 400 მეტრზე ინდივიდუალურ შერეული სტილით ცურვაში შეძლო. მაკინტოშმა პირველი რეკორდი რამდენიმე დღით ადრე, 400 მეტრზე თავისუფალ სტილში დაამყარა.
კანადელმა დისტანცია ოთხ წუთსა და 25.87 წამში გაცურა და 0.49 წამით გააუმჯობესა უნგრელი კატინკა ჰოშუს მიერ, რიოს ოლიმპიადაზე დამყარებული რეკორდი.
„ეს იყი პირველი შემთხვევა, როცა გაცურვისას მაყურებლის შეძახილები მესმოდა. საოცარია, როდესაც იცი, რომ ტრიბუნაზე მთელი შენი ოჯახი და მეგობრები არიან და გამხნევებენ. ეს ბოლო 100 მეტრზე ძალიან დამეხმარა“, - განაცხადა 16 წლის მაკინტოშმა.
ცურვაში კანადის ნაკრების შესარჩევ ტურნირზე, ის კიდევ ერთ გაცურვაში მიიღებს მონაწილეობას. ესაა 200 მეტრი თავისუფალი სტილით. ამ დისტანციაზე, მას მიმდინარე სეზონში მსოფლიოს საუკეთესო დრო (1:54.13) ეკუთვნის.