ფეხბურთი

17:51 | 3.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

“თელავი“ სამმა ფეხბურთელმა დატოვა

ს.კ. „თელავის“ ოფიციალური განცხადებით, გუნდი სამმა ფეხბურთელმა, დავით მუჯირმა, მორის ნუსუევმა და ნიკა ქორიძემ დატოვეს.



მუჯირი 24 წლის თავდამსხმელია, რომელიც „თელავს“ 2022 წლის 1 თებერვალს, „ზლატე მორაცვედან“ შეუერთდა. მან გუნდში 32 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

25 წლის ნუსუევმა მხოლოდ 1 შეხვედრის ჩატარება მოასწრო პირველ გუნდში. ის სულ რაღაც 18 დღის წინ შეუერთდა გუნდს.

26 წლის ქორიძემაც სულ რამდენიმე თვე დაჰყო გუნდში და მანაც 1 მატჩი ითამაშა.

6 ტურის შემდგომ „თელავს“ 5 ქულა აქვს და მე-7 პოზიციაზეა.

თეგებითელავი
0.122152