იტალიის სერია A-ს შეხვედრაში „რომა“ „სამპდორიას“ უპირისპირდებოდა, როდესაც გენუელთა მთავარი მწვრთნელის, დეიან სტანკოვიჩის მიმართ გულშემატკივრებმა შეურაცხმყოფელი შეძახილები ისროლეს, ჟოზე მოურინიომ კი მათ მსგავსი საქციელის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
მეორე ტაიმის სტარტზე სტუმრებს ხეისონ მურილიო გაუძევეს, ამან დეიან სტანკოვიჩის აღშფოთება გამოიწვია, გულშემატკივრებმა კი თავისი აგრესია სერბი მწვრთნელის მიმართ გამოიჩინეს. ამ მომენტში ჟოზე ქომაგებისკენ შეტრიალდა და დაშოშმინებისკენ მოუწოდა.
„ჟოზეს მადლიერი ვარ, თუმცა მსგავსი შეძახილები არ გამიგონია“ - განაცხადა სტანკოვიჩმა.
მატჩი „რომას“ გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.