ფეხბურთი

13:39 | 3.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

მექსიკელი მსაჯი შესაძლოა ფეხბურთელზე თავდასხმისთვის 15 მატჩით დასაჯონ (+VIDEO)

მექსიკის ჩემპიონატში „ლეონისა“ და „ამერიკას“ მატჩის დროს მსაჯსა და ფეხბურთელს შორის ინციდენტი მოხდა, რის შემდეგაც არბიტრს 15-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.



„ლეონის“ ნახევარმცველი, ლუკას რომერო, თანაგუნდელებთან ერთად შეხვედრის მთავარ არბიტრს, ფერნანდო ერნანდესს საქმეში ვიდეო რეფერის ჩართვას სთხოვდა, რა დროსაც მსაჯმა კონტროლი დაკარგა და რომეროს მუხლი მოარტყა. მართალია კონტაქტი ძალიან მცირე იყო და მექსიკელმა ფეხბურთელმაც დიდი ალბათობით, უფრო მეტად გააფორმა, თუმცა მექსიკის ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნულ ქმედებაზე გამოძიება დაიწყო და შესაძლოა მატჩის მთავარ არბიტრს, ფერნანდო ერნანდესს 15-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისროს.

„რა თქმა უნდა, მსაჯებიც ადამიანები არიან და ისინიც უშვებენ შეცდომებს. მე არანაირ სასჯელს არ ვითხოვ, რადგან მან თავად მითხრა, რომ ეს შემთხვევით მოუვიდა, თუმცა მათაც ისევე უნდა გამოიჩინონ პატივისცემა ჩვენს მიმართ, როგორც ჩვენ ვიჩენთ მათ მიმართ.“ - განაცხადა „დაზარალებულმა“ ლუკას რომერომ.

საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ - 2:2 დასრულდა.

0.120525