ფეხბურთი

12:50 | 3.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

todofichajes: “თუ ობლაკი წავა, მამარდაშვილი “ატლეტიკოს“ რჩეული კანდიდატია“

„ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ საუბარი ესპანურ მედაიში არ წყდება. ამჯერად ის კვლავ „ატლეტიკო მადრიდს“ დაუკავშირეს.



„ბოლო პერიოდში ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ ხორვატიის ნაკრების მეკარე, დომინიკ ლივაკოვიჩი, რომელიც „ატლეტიკოს“ ერთ-ერთი სამიზნე იყო, „ვილიარეალში“ გადასვლას უახლოვდება, რაც ნიშნავს იმას, რომ „როხიბლანკოს“ მთავარ სამიზნედ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი რჩება.

ქართველი მეკარე ერთადერთია „ვალენსიას“ მორევში, რომელიც მათ დახსნას ახერხებს. გუნდისთვის ბიუჯეტის გაზრდის მიზნით, 22 წლის მეკარის გაყიდვა გუნდის მფლობელის, პიტერ ლიმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

მას შემდეგ, რაც ობლაკი გუნდს დატვებს, „ატლეტიკოს“ დასჭირდება მეკარე, რომელიც გუნდში გარანტირებულად იქნება 5 წლის განმავლობაში. მამარდაშვილის ფასი „ატლეტიკოს“ ხარჯებს ერგება და თავად ქართველიც არ იქნება უარზე კარიერაში ახალი, უფრო დიდი ნაბიჯის გადადგმაზე. მიუხედავად იმისა, რომ მას „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, „ატლეტიკო“ მასში დაახლოებით 30 მილიონს გადაიხდის და ტურიელებიც არ უნდა დარჩნენ უკმაყოფილონი ამ შეთავაზებით“ - წერია სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ამ სეზონში „ვალენსიას“ კარი ყველა ტურნირზე 30 შეხვედრაში დაიცვა, საიდანაც კარის მშრალად შენახვა 7-ში მოახერხა. იგი ასევე ესპანეთის ლა ლიგის ტოპ 5 მეკარეში შედის მოგერიებული ბურთების რაოდენობით.

0.105499