საქართველოს ეროვნული ლიგის მეექვსე ტური „დინამო ბათუმისა“ და „სამგურალის“ მატჩით დასრულდა, რომელიც მასპინძლებმა 2:0 მოიგეს.
თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როდესაც პაატა ღუდუშაურმა და სანდრო ალთუნაშვილმა ორი გოლი გაიტანეს. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის ბოლომდე დიდი დრო რჩებოდა, ანგარიში აღარ შეცვლილა. ბათუმელთა ორივე გოლი ეფექტური იყო, განსაკუთრებით ალთუნაშვილის, რომელმაც შორი მანძილიდან ძალიან ძლიერი დარტყმით გაიტანა.
„დინამო ბათუმი“ 16 ქულით ლიდერობას „დინამო თბილისთან“ ერთად იყოფს და მომდევნო ტურში „თელავს“ შეხვდება, ხოლო „სამგურალი“ 7 ქულით მეექვსე პოზიციაზეა, წინ კი „გაგრასთან“ თამაში ელოდება.
„დინამო ბათუმი“ – „სამგურალი“ 2:0 (2:0)
გოლები: 1:0 ღუდუშაური (7), 2:0 ალთუნაშვილი (24)