კალათბურთი

22:42 | 2.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი სერია A-ში

იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად „ტრიესტესთან“ მოულოდნელად, მაგრამ დაძაბულ ბრძოლაში 78:80 დამარცხდა, თუმცა, ქართველ კალათბურთელს შესანიშნავი თამაში ჰქონდა.

შენგელიამ 32 წუთში 18 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 13-დან 7 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. მან შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა, შედეგიანობით კი მხოლოდ ემანუელ ტერის ჩამორჩა, რომელსაც 19 ქულა ჰქონდა.

„ვირტუს ბოლონია“ 19 მოგებით და 5 წაგებით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 8 აპრილს, „ნაპოლის“ უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ ბოლონიელთა კონკურენტი „ოლიმპია მილანო“ ბოლო სამ ტურში დამარცხდა, შედეგად, სერჯო სკარიოლოს გუნდი ლომბარდიელებს 2 მოგებით უსწრებს.

0.120077