ფეხბურთი

16:48 | 2.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გოჩოლეიშვილის სადებიუტო გოლი "შახტარში" (+VIDEO)

უკრაინის პრემიერლიგის მე-19 ტურში გიორგი გოჩოლეიშვილის „შახტარი“ სტუმრად ოდესის „ჩერნომორეცს“ დაუზავდა (2:2), ქართველმა ფეხბურთელმა კი გოლი გაიტანა.

გოჩოლეიშვილმა მე-19 წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი ეფექტური დარტყმით, რითაც თავისი გუნდი იმ დროისთვის წინ გაიყვანა (2:1), მაგრამ დონეცკელებმა ქულები მაინც დაკარგეს. გიორგიმ მე-3 მატჩი ჩაატარა „შახტარში“ და პირველი გოლი გაიტანა. ის მოედანზე 72-ე წუთამდე იყო.

აღსანიშნავია, რომ მარჯვენა მცველმა, მარჯვენა შემტევის პოზიციაზე ითამაშა. გავიხსენოთ ისიც, რომ საქართველოს ნაკრებში მან ბოლო ორი თამაში მარცხენა მცველის პოზიციაზე გაატარა...

„შახტარი“ 43 ქულით უკრაინის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 8 აპრილს, საკუთარ მოედანზე ხარკოვის „მეტალისტთან“ ჩაატარებს.

0.130376