„მილანის“ ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად „მონცას“ მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ „ნაპოლი“ – „მილანის“ მატჩისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, კვარა სრულყოფილი ფეხბურთელია, ვიდრე რაფაელ ლეაუ.
"კვარაცხელიას ან ოსიმენის მსგავსი ფეხბურთელები მსოფლიოს ნებისმიერ გუნდში კარგად ითამაშებენ. ამ თვალსაზრისით, ოსიმენის ტრავმა ნამდვილად დასანანია. „მილანთან“ მატჩს დიდი ხიბლის ელემენტი დააკლდება. ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს "ნაპოლი" ნამდვილად დიდი გუნდია, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო, აბსოლუტურად დამსახურებულად დომინირებს სერია A-ში და „მილანისთვის“ ძალიან მკაცრი მეტოქე იქნება.
კვარაცხელია თუ ლეაუ? მიჭირს პასუხის გაცემა, ორივე დიდი მოთამაშეა, რომლებსაც განსხვავებული მახასიათებლები აქვთ. შესაძლოა, კვარაცხელია უფრო სრულყოფილი მოთამაშეა, მაგრამ ლეაო უფრო "მილანს“ ჰგავს", მას აქვს თამაშის სტილი, რომელიც საუკეთესო მომენტებში მახსენებს ჩვენს უდიდეს „მილანს“, - თქვა ბერლუსკონიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ მატჩი დღეს 22:45 საათზე გაიმართება. ეს გუნდები 12 და 18 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც დაუპირისპირდებიან.