რაგბი

21:39 | 1.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

“ლიონი“ ჩელენჯ ქაფის 1/4 ფინალში გავიდა, თუმცა ნინიაშვილი დაუშავდა

სარაგბო ჩელენჯ ქაფის 1/8 ფინალურ შეხვედრაში დავით ნინიაშვილისა და ბექა საღინაძის „ლიონი“ გიორგი მელიქიძის და ვასილ კაკოვინის „სტად ფრანსეს“ ესტუმრა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა, თუმცა ქართველი უკანახაზელი დაშავდა.



თავდაპირველად დავით ნინიაშვილზე ვთქვათ, რომელმაც პირველ ტაიმში ერთი ჯარიმა არაზუსტად შეასრულა. ქართველმა უკანახაზელმა მატჩის 50-ე წუთზე მარცხენა ფეხი დაიზიანა და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია. ჯერ-ჯერობით უცნობია ის, თუ რა სიმძიმისაა ტრავმა.



რაც შეეხება შეხვედრას, „ლიონმა“ შედარებით თანაბარი პირველი ტაიმის შემდგომ, გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვა, როდესაც მეტოქეს 3 უპასუხო ლელო დაუდო და საბოლოოდ, შეხვედრა 24:41 მოიგო.

ვასილ კაკოვინმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. მარქაფაში იყვნენ როგორც „სტად ფრანსეში“ გიორგი მელიქიძე, ასევე „ლიონში“ ბექა საღინაძეც. ორივე მათგანი შეხვედრაში მეორე ტაიმში ჩაერთო.

ამ გამარჯვებით, „ლიონმა“ ¼ ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც უკვე ცნობილია, რომ ასევე ფრანგულ კლუბს, „ტულონს“ დაუპირისპირდება. მატჩი 7, 8 ან 9 აპრილს გაიმართება.

0.135306