ჩოგბურთი

16:07 | 1.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

სინერმა ალკარასი დაამარცხა და მაიამის მასტერსის ფინალში ითამაშებს

იტალიელმა იანიკ სინერმა, ვინც მეათე ნომრად არის განთესილი, მსოფლიოს პირველი ჩოგანი კარლოს ალკარასი 6-7(4) 6-4 6-2 დაამარცხა და მაიამის მასტერსის ფინალში ითამაშებს. ქალთა ფინალში კი ერთმანეთს ჩეხი პეტრა კვიტოვა და ყაზახი ელენა რიბაკინა დაუპირისპირდებიან.

სინერს მთელი თავისი შესაძლებლობების მობილიზება დასჭირდა იმისთვის, რომ მოქმედი ჩემპიონი დაემარცხებინა და ინდიან ველსის ნახევარფინალში მასთანვე წაგებისთვის, რევანში აეღო. ფინალში ის რუს დანიილ მედვედევს შეხვდება.

სინერი პირველ სეტში ბრეიკით წინ იყო, როცა მეშვიდე გეიმში, თავის მოწოდებაზე გეიმი სასწაულებრივად გადაარჩინა. ერთ გათამაშებაზე, მეტოქეებმა 25 დარტყმა შეასრულეს. თუმცა, რამდენიმე წუთში ესპანელმა ანგარიშის გათანაბრება მაინც შეძლო.

ბოლო ორ გეიმში მათ ბრეიკები გაცვალეს და სეტმა ტაიბრეიკზე გადაინაცვლა, სადაც ალკარასი უფრო სტაბილური იყო და სეტიც მან მოიგო. თუმცა მომდევნო სეტის პირველივე გეიმში, სინერმა ბრეიკი აიღო. მეოთხე გეიმში ჩემპიონმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, რისთვისაც ოთხი ბრეიკ პოინტი დასჭირდა.

ალკარასი ერთ მომენტში უხერხულად დაეცა და მარცხენა ხელი იტკინა, რის გამოც, დახმარება დასჭირდა. მეცხრე გეიმში სინერმა ბრეიკს მშრალი ანგარიშით მიაღწია და მომდევნო გეიმში, სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

სეტებს შორის, ალკარასი გასახდლში დდხანს გაჩერდა. მესამე სეტის დასაწყისში, სინერმა პირველივე ბრეიკ პოინტი ქულად აქცია და დაწინაურდა.

0.113653