ანტალიის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეც საქართველოსთვის უმედლო გამოდგა. ამჯერად ლუკა კაპანაძემ იასპარეზა, მაგრამ მესამე წრეში დამარცხდა.
კაპანაძემ 73 კგ წონით კატეგორიაში ალბანელი ინდრიტ ჩულჰაი და ირლანდიელი ჯოშუა გრინი დაამარცხა, ხოლო შემდეგ მონღოლ ცოგტბაატარ ცენდ-ოჩირთან ძალზე დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა, შედეგად ასპარეზობას გამოეთიშა.
ანტალიის გრანდ სლემზე ჯერჯერობით ორმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა. კაპანაძამდე უმედლოდ გუშინ, ლუხუმ ჩხვიმიანი დარჩა. ბოლო საშეჯიბრო დღეს კი ნიკა ხარაზიშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ომარ საური, ლევან მატიაშვილი და სოფიო სომხიშვილი იასპარეზებენ.